Главная » 2011 » ივნისი » 4 » ანეკდოტები

ანეკდოტები

1.მიხო ცელქი მოსწავლეა. მასწავლებელი უბრაზდება:

- მიხო, ადექი ფეხზე!
მიხო პასუხობს:
- ვზივარ, რო?!
- დატოვე კლასი!
- მიმააქ, რო?!
- ხვალ მშობელს მოიყვან!
- მყაავ, რო?!
 

2.- ბოლოჯერ გეკითხები, როდის დამიბრუნებ ვალს?
- ვაააა!… როგორ გამახარე, რომ ამ კითხვას ბოლოჯერ მისვამ!
 

3.მიდის წითელქუდა და ბუჩქებიდან მგელმა გამოყო თავი.
- არ შემჭამო, რა, გეხვეწები. – სთხოვა გოგონამ.
- არა, არ შეგჭამ. ქაღალდი არა გაქვს?


4. სვანი ზის კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე და წიგნს კითხულობს. ჰკითხეს:
- აქ რატომ კითხულობ?
- უმაღლესი განათლება უნდა მივიღო.
 

5. ცისკარა მივიდა წყაროსთან, რომლის გვერდითაც წევს ცხრათავიანი დევი და ძინავს. ცისკარა მივარდება ამოიღებს ხმალს და დაუწყებს თავების მოჭრას. მოაჭრა ერთი, მეორე, მესამე… მეშვიდე თავი რომ მოაჭრა დევმა კითხა:
- რა გინდა, რას მერჩი?
- წყალი მინდა. – უპასუხა ცისკარამ.
- მერე? გიშლის ვინმე?! მიდი და დალიე.


6.  ბებია გახდა ცუდად, ექიმთან მიიყვანეს და ეკითხებიან:
- ექიმო, რა სჭირს ბებიას, რითი ვუშველოთ?
- კარგი იქნება თუ გათხოვდება – პასუხობს ექიმი.
შვილიშვილები გაგიჟდებიან:
- არა, ექიმო, როგორ გეკადრებათ, რა დროს ბებოს გათხოვებაა.
ბებო გაბრაზდება და შვილიშვილებს მოუტრიალდება:
- გაჩერდით, არ გცხვენიათ? ექიმმა უკეთ იცის!

 7. მიხო დგას სასაფლაოზე და ტირის: 
 - რა გატირებს?
 - სიდედრი დავმარხე. 
 - მერე ნიჩაბი რატოა სისხლიანი?
 - სამჯერ ამომიხტა საფლავიდან.


8. კახელი სახლში მივიდა, მაგარ შარზეა. უნდა, რომ იჩხუბოს.
– საჭმელი მომიტა, ქალო! – ეუბნება ცოლს.
ცოლმა მეფური სუფრა გაუწყო.
– იცეკვე!
ცოლმა იცეკვა.
– ახლა იმღერე!
ცოლმა იმღერა.
ვერაფრით ვერ მოუდო შარი. ბოლოს ეუბნება:
– მაგიდის ქვეშ შეძვერი!
ცოლი შეძვრა.
– ყეფა დაიწყე!
ცოლმა ყეფა დაიწყო.
კახელი წიხლებით შესდგა:
– პატრონს ვეღარა სცნობ, შენი დედა.. 


9. მთვრალი კაცი სახლში დაბრუნდა გვიან ღამით, ჯინსის უკანა ჯიბეში არყის ბოთლით. კიბეზე ასვლისას წაიქცა, ბოთლი გაუტყდა და უკანალი გაიჭრა. აიღო ლეიკოპლასტირი, მივიდა სარკესთან და ჭრილობებზე დაიკრა. დილით ცოლი აღვიძებს:
– არ გეკითხები სად ეგდე, არ გეკითხები ვისთან ეგდე, არ გეკითხები რა ჩაჩეცხლე, არც იმას გეკითხები საწოლი რატომ არის სისხლით მოსვრილი, მარტო ის მითხარი, სარკეს რატომ აკვრია ლეიკოპლასტირები? 

 10. მოკრივეს ეკითხებიან:
– რა არის ყველაზე ძნელი კრივში?
– საკუთარი კბილების აკრეფა, ხელთათმანების გაუხდელად.


Теги:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
Всего комментариев: 1
  • Написал:  | 04.05.2012
Your potsnig really straightened me out. Thanks!
avatar
Календарь
Наш опрос
    რა სიახლეები დავდოთ ხშირად?
    Всего проголосовало: 306
Мини-чат
Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
Адаптация by © AID