Главная » 2011 » აპრილი » 21 » ანეკდოტების კრებული

ანეკდოტების კრებული

  • 18.05.2024
  • 0
  • 860
მსხვილი კომპანიის დირექტორი ეუბნება მეგობარს

-საუკეთესო ბუღალტერს ვეძებ.

_კი მაგრამ წინა კვირას არ აიყვანეთ?
_ხოდა, სწორედ მაგას ვეძებ
____________________________

წარწერა იტალიაში ავტობუსში. ,,მძღოლს ნუ დაელაპარაკებით, ხელები დაკავებული აქვს,,
____________________________

იცით რა ქვია ფაბრიკის დირექტორს, რომელსაც ანაღვლებს გარემოს დაბინძურება?

_ უმუშევარი

______________________________

დაასახელეთ მწერი, რომელსაც 6 ფეხი აქვს და თავზე დადის
_ ტილი!
____________________________

როგორ გამოვიცნოთ, რომ ადვოკატი არ იტყუება?
_თუ იგი არ ლაპარაკობს, ესე იგი არ იტყუება.
____________________________

მსუქანი ქალი სასწორზე დგება. ცოტა ხანში კივილი ისმის.

_საყვარელო, ეს შენ დაიყვირე თუ სასწორმა?
____________________________

ქალების საუბარი:
_ჩენი ახალი უფროსი სიმპატიურია, კარგადაც იცვამს.
_სხვათა შორის სწრაფადაც.

___________________________


როგორ იქნება ინგლისურად: ,,ჩემი სიდედრი სამუდამოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ,,
_Yeeeeeeeeeees!!!
________________________

მომავალი სიდედრი სასიძოს ეკითხება:
_ესე იგი ყმაწვილო, ჩემი სიძე გინდათ გახდეთ?
_სულაც არა, ქალბატონო, მაგრამ თქვენი შვილის შერთვა მინდა და მემგონი არჩევანი არ მაქვს.
________________________

რას ნიშნავს სიცილ-ტირილი?
_როცა სიდედრი ვარდება ხრამში შენი მანქანით.
________________________

პროგრამისტი ვერ იძინებს და
ადგება ჩაიცვამს,გაიხდის და ისევ დაწვება.
________________________

ბუღალტერი ცოლს მოიყვანს და სიმამრთან მიღება-ჩაბარების აქტს გააფორმებს.
________________________

____________________________

კვლევა:
ხინკლის გაკვეთის შედეგად აღმოჩენილი იქნა ხორცი.
დასკვნა:
ხინკალი მტაცებელია.
________________________

ერთ კაცს ეკითხებიან, ქალზე რომელსაც საკმაოდ სქელი მაკიაჟი ედო სახეზე:
- როგორ მოგწონთ ეს ქალბატონი?
- ვერ გეტყვით, ფერწერაში ვერ ვერკვევი.
________________________

ცოლი დიდხანს ათვალიერებდა თავის თავს სარკეში. მერე მიუბრუნდა თავის ქმარს და მიაძახა:
- მეტის ღირსი მაინც არა ხარ!
________________________

ზებრა და პინგვინი მივიდნენ ფოტოს გადასაღებად.
- ფერადი გადავიღოთ?-ეკითხება ფოტოგრაფი.
- არა, შავთეთრი საკმარისია.
__________________________

ლაპარაკობს ორი სპორტული კომენტატორი:
- როგორ მოგწონს 10 ნომრის თამაში.
- ეგ მე რუსთაველს მაგონებს.
- რუსთაველს?.. რუსთაველს ხომ არასოდეს არ უთამაშია ფეხბურთი.
- სწორედ მაგიტომ მაგონებს.
________________________

გაქურდული იქნა ბინა. ქურდის ხელის გულის ანაბეჭდით კრიმინალისტებმა დაადგინეს:

ის იცხოვრებს დიდხანს, მაგრამ ბედნიერება არ ეღირსება.
________________________

მეგრელი თავის სტუმარს აჩვენებს კედელზე ჩამოკიდულ ძველებურ დამბაჩას და ეუბნება:
- ეს უნიკალური იარაღია, ამით მოკლეს იული ცეზარი.
- რას ამბობთ?! იმ დროში დამბაჩები არ იყო.
- მეც მაგას ვამბობ, უნიკალური იარაღია.
________________________

- მამა, რატომ არის მთვარე ვარსკვლავებზე დიდი?
- აბა რა ვი..
- მამა, რატომ არის მზე ასეთი კაშკაშა?
- აბა რა ვი..
- მამა, ხომ არ დაგღალე შეკითხვებით.
- არა, არა, მკითხე შვილო, მკითხე. მე თუ არ აგიხსენი სხვა ვინ რას აგიხსნის...
________________________

ლომმა შეკრიბა მხეცები და გამოაცხადა:
- დღეს ყველაზე მშიშარა უნდა შევჭამოთ!
კურდღელი წამოხტა და წამოიძახა:
- ტახს არავის დავაჩაგვრინებ!
__________________________

მარტო კაციჭამიებს არ უნდათ დაიჯერონ, რომ ადამიანების მაგივრობას კომპიუტერები შეძლებენ
_________________________

- მამა, ხუთი თეთრი მომეცი რა!
- რათ გინდა ხუთი თეთრი?
- იმისათვის, რომ შეგრცხვეს, შენ ბავშვს მარტო ხუთი თეთრი, რომ აქვს.
________________________

ბავშვი ეკითხება მამას:
- მამა, კავკასიონი სად არის?
- დედაშენს ჰკითხე, მაგისას ხომ ვერაფერს გაიგებ სად რას ინახავს.
________________________

- ქალბატონო, თქვენ გიყვართ თქვენი ქმარი?
- კი, მიყვარს... მე ყველა კაცი მიყვარს.
_________________________

ერთი კაცი ეუბნება მეორეს:
- საზღვარგარეთ ვიყავით და ჩემი ცოლი წმინდანად შერაცხეს.
- თქვენ ეტყობა ინდოეთში იყავით.
________________________

აბარამოვიჩის ბავშვის მასწავლებელი შურით მოკვდა, როცა წაიკითხა მისი თხზულება: „როგორ გავატარე ზაფხული."
_________________________

პატარა ბიჭი მამას ეკითხება:
- მამა, ამხელა ღიპი ლუდისგან გაქვს?
- არა, ლუდისთვის.
________________________

ტიპი ზის კომპიუტერთან. ამ დროს ურეკავს დედა:
- შვილო, როგორ ხარ?
- ცოტა მაციებს.
- ფანჯრები გექნება ღია და დახურე.
ცოტა ხნის მერე ტიპი ურეკავს დედას:
- დედა, ყველა ფანჯარა დავხურე, ორჯერ გადავტვირთე, მაგრამ მაინც მაციებს...

________________________

ბუღალტერი თავის 4 წლის ბავშვს კონკიას ზღაპარს უკითხავს. ბავშვი ყურადღებით უსმენს. იმ ადგილის წაკითხვის შემდეგ, სადაც გოგრა ოქროს ეტლად გადაიქცევა, მამას ეკითხება:
- მამა, როცა გოგრა ოქროს ეტლად გადაიქცევა, ეს როგორ იქნება კლასიფიცირებული: როგორც შემოსავალი, თუ როგორც ქონების ღირებულების გაზრდა?

________________________

მიმდინარეობს ოპოზიციის მიტინგი. ამ დროც ქალაქის თავზე გადაიჭიმება ცისარტყელა:
- ხედავთ ხალხო, რაში ხარჯავენ ფულს!

________________________

ერთი ტიპი უყვება მეორეს:
- გუშინ შენი ცოლი ლიფტში შემხვდა. ისეთი მაგარი ანეგდოტი მომიყვა სიცილისგან კინაღამ საწოლიდან გადმოვვარდი.

________________________

პაციენტი შედის ექიმთან:
- ექიმო, აი ჩვენც მოვედით!
- ვინ „თქვენ"?
- მე და ჩემი ჭიები.

________________________

ექიმი ეუბნება პაციენტს:
- ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით, ყველაფერი კარგად არის. აი, ოპერაციამდე ძალიან ცუდად იქცეოდი: ყვიროდი, იგინებოდი, გაქცევას ცდილობდი. შენი მეგობარი კიდევ უფრო უარესად იქცეოდა...
- აბა რა იქნებოდა?! ჩვენ აქ მინების გასაწმენდად გამოგვგზავნეს.


Теги:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
Всего комментариев: 0
avatar
Календарь
Наш опрос
    რა სიახლეები დავდოთ ხშირად?
    Всего проголосовало: 306
Мини-чат
Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
Адаптация by © AID