Главная » 2011 » დეკემბერი » 22 » ძენის მარგალიტები

ძენის მარგალიტები

  • 18.05.2024
  • 0
  • 786
შინიდან გასვლა არ სჭირდება მეტის დანახვას-არც სარკმლიდან თავის გაყოფა:საკუთარი სამყაროს გულისგულში დარჩი-რაც მეტად მოსწყდები,ნაკლებს შეიცნობ.
თუკი ჭეშმარიტებას სადაცა ხარ იქ ვერ პოულობ,სხვაგან სად გინდა მიაკვლიო?

მოძღვარნი მხოლოდ კარს გიღებენ,შესვლით თვითონ უნდა შეხვიდე.


ხელისგულზე მტვრის ნამცეციც კი მთელი სამყაროა! 


უსიერი ტყის სიჩუმეს ვერ შეიგრძნობ,თუკი სიმშვიდემ შენშიაც არ დაისადგურა.


უმაღლესი სიდიადე წყლის სიდიადის დარი არის-ის ხომ არაფერს თაკილობს:ისეთ ღრმულშიც ჩაედინება,რომელსაც კაცი შორით გაურბის.


ჭკუა რად გინდა გაოცების ნიჭი ინატრე-ჭკუა აზრია,სხვა არაფერი, გაოცება კი-სასწაულის აღქმის უნარი.


წამით აჩუქე საკუთარ თავს სიმშვიდე სრული,უმალ მიხვდები რა უაზროდ გიჭენებია...

კაცს შინიდან გასვლა არც გჭირდება,იჯექი შენთვის და უსმინე,ან ნურც მოუსმენ,უბრალოდ-დაუცადე,ნურც დაუცდი-შენთვის მოყუჩდი სიმარტოვეში,სამყარო თვითონ გეახლება,სხვა ან რა გზა აქვს?ფეხქვეშ გაგეგება,ძუკნა ძაღლივით.

ეს იცოდე, მთელი სამყარო თავად შენ ხარ!


Теги:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
Всего комментариев: 0
avatar
Календарь
Наш опрос
    რა სიახლეები დავდოთ ხშირად?
    Всего проголосовало: 306
Мини-чат
Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
Адаптация by © AID