Главная » 2011 » აპრილი » 18 » მადრიდის ”რეალი” - ”ბარსელონა” 1-1. მატჩის შემდეგ.

მადრიდის ”რეალი” - ”ბარსელონა” 1-1. მატჩის შემდეგ.

  • 18.05.2024
  • 0
  • 953
კასილასი გაბრაზდა თანაგუნდელებზე მატჩის შემდეგ

მადრიდელთა კაპიტანი ძალიან გაბრაზდა საკუთან გუნდელებზე, რადგან ბევრმა მათგანმა იგნორი გაუკეთა იკერის თხოვნას, რომ თამაშის შემდეგ შეგროვებულიყვნენ მოედნის ცენტრში და მადლობა გადაეხადათ მაყურებლისთვის. ფინალური სასტვენის შემდეგ იკერი სთხოვდა მადრიდელებს, რომ მოედნის ცენტრში მოეყარათ თავი, მაგრამ მას მხოლოდ პეპემ, ადებაიორმა, კარვალიომ, სერხიო რამოსმა და მარსელომ მოუსმინეს, დანარჩენებმა პირდაპირ გასახდელებისკენ მიაშურეს.
მაურინიოს გუნდი ისევ კაცნაკლული დარჩა ”ბარსას” წინააღმდეგ


კურიოზულია, მაგრამ ჟოზე მაურინიო მართალი აღმოჩნდა, როდესაც გააფრთხილა საზოგადოება ”ტოტენჰემთან” შეხვედრის შემდეგ, რომ ”კლასიკოში” მის გუნდს მოუწევდა 10 კაცით ეთამაშათ ”ბარსას” წინააღმდეგ.

”მე მომიწევს ვავარჯიშო გუნდი 10 კაცით, რადგან ”ბარსელონას” წინააღმდეგ შეხვედრაში ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს მიზეზი, რომლის გამო შეიძლება, რომელიმე ფეხბურთელი მოედნიდან გააძევონ.” - განაცხადა მაშინ პორტუგალიელმა. ასე მოხდა, როდესაც იგი წვრთნიდა ”ჩელსის” და ”ინტერს” ახლა კი მას ”რეალის” მწვრთნელის რანგში მოუხდა რიცხობრივ უმრავლესობაში მყოფი კატალონიელების წინააღმდეგ თამაში. შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც ერთმანეთს ”ინტერი” და ”ბარსელონა” შეხვდნენ, მოედნიდან ბუსკეცის წინააღმდეგ აგრესიისთვის გაძევებულ იქნა ტიაგო მოტა, ხოლო 2005/06 წლებში ”ბარსელონა” - ”ჩელსის” დაპირისპირებაში წითელი ბარათი მესიზე უხეშობისთვის დელ ორნომ მიიღო. ცოტა ხნით ადრე იგივე კლუბების დაპირისპირებაში მსაჯმა დიდიე დროგბა გააძევა მოედნიდან.

პეპეს ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშმა კატალონიელი მწვრთნელები გააკვირვა

დიდი ხნის განმავლობაში ჟოზე მაურინიო არ ასახელებდა სასტარტო შემადგენლობას, რომელსაც იგი ”კლასიკოში” გამოიყვანდა, პირველი წრის ფატალური შედეგიდან გამომდინარე, ჟოზემ გადაწყვიტა გაეძლიერებინა მოედნის ცენტრი და ამ მიზნით მან ჩამშლელი ნახევარმცველების დუეტს - ალონსო - ხედირას პორტუგალიელი ცენტრალური მცველი პეპე შემატა, ამ ფაქტმა ძლიერ განაცვიფრა გვარდიოლა და მისი თანაშემწეები. ლა ლიგის წინა ტურის მატჩში ”სან მამესზე” მაურინიომ ექსპერიმენტის სახით დააყენა პეპე ნახევარმცველის პოზიციაზე და ეს ცდა წარმატებული აღმოჩნდა, რამაც მისცა პორტუგალიელ მწვრთნელს გარისკვის გამბედაობა, მიუხედავად იმისა რომ ამ სტრატეგიით თამაშის შემთხვევაში ერთი შემტევი, კრეატიული ნახევარმცველი - მესუთ ოზილი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებდა. უნდა ავღნიშნოთ, რომ ჟოზემ ამ ტაქტიკური სვლით გააკეთა ზუსტად იგივე რაც გააკეთა გვარდიოლამ: მარცხნიდან თამაშობდა ხავი (”რეალში” - ალონსო), მარჯვნიდან - ინიესტა (”რეალში” - ხედირა), ხოლო ცენტრში ბუსკეცი (”რეალში” - პეპე). ამისდამიუხედავად ალბიოლის გაძევების შემდეგ მაურინიო იძულებული შეიქმნა პეპე დაცვაში ჩაეწია ცოტა ხნით, სანამ მოედანზე არ შემოვიდა ალვარო არბელოა და არ დაიკავა მარჯვენა განაპირა მცველის პოზიცია, ამ გადაადგილების შედეგად რამოსმა დაიკავა ცენტრალური მცველის პოზიცია, ხოლო პეპე დაუბრუნდა მოედნის ცენტრს.

პირველი პენალტი 19 წლის შემდეგ ”ბერნაბეუზე”
19 წლის განმავლობაში ”ბარსელონას” არ ჰქონია ”ბერნაბეუზე” ”რეალის” წინააღმდეგ პენალტის შესრულების უფლება. ბოლოს ”რეალის” საშინაო არენაზე კატალონიელებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა შორეულ 1991/92 წლებში მოიპოვეს, მისი რეალიზება რონალდ კუმანმა მოახერხა, ბედის ირონიით ის შეხვედრაც ანგარიშით 1-1 დასრულდა.

რონალდუს ”ბარსასთვის” გასატანად 7 ცდა დასჭირდა

გუშინდელ ”კლასიკომდე” რონალდუს შესანიშნავ კარიერაში თეთრი ლაქა იყო, რომ მას არასდროს ჰქონდა გატანილი გოლი ”ბარსელონასთვის”, მაშინ როდესაც მას 6-ჯერ ჰქონდა ამის შანსი. საერთო ჯამი რონალდუსა და ”ბარსელონას” შეხვედრებისა პორტუგალიელისთვის დამამცირებელი იყო: მხოლოდ ერთი გამარჯვება (ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ”ოლდ ტრაფორდზე” 2008/09 წლებში) და არცერთი გატანილი გოლი. წყევლა ”ბერნაბეუზე” მოიხსნა, სადაც მან არამარტო გაუტანა გოლი ”ბარსელონას” არამედ შესძლო საკუთარი პირადი რეკორდის გამეორება გაიტანა რა 42-ე გოლი სეზონში!

კრიშტიანო რონალდუ გახდა მხოლოდ მეოთხე ”რეალის” ფეხბურთელი, რომელმაც შესძლო ერთ სეზონში 40-ზე მეტი გოლის გატანა. ახლა პორტუგალიელი შეეცდება გადაასწროს უგო სანჩესს და ალფრედო დი სტეფანოს, რომელთა რეკორდი 43 გოლს შეადგენს. ხოლო პუშკაში რეკორდი რონალდუსთვისაც კი ძალიან შორია. უნგრელმა 1959/60 წლებში 49-ჯერ აიღო მეტოქეთა კარები.

მესი დაეწია პუშკაშს ისტორიაში საუკეთესო გოლეადორის ტიტულისთვის ბრძოლაში

”ბარსელონას” თვდამსხმელი ლეო მესი ”კლასიკოს” შემდეგ ისტორიაში შევიდა, მან გაიტანა თვისი 49-ე გოლი ამ სეზონში. ამ მაჩვენებლით არგენტინელი გაუთანაბრდა ფრენც პუშკაშს, რომელმაც ანალოგიურ შედეგს მიაღწია 1959/60 წლების სეზონში. მესიმ ამ სეზონში 30 გოლი გაიტანა ლა ლიგის ეგიდით, 9 გოლი მან ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მიითვალა, ესპანეთის თასზე მისი მონაგარი 7 გოლს შეადგენს, ხოლო 3-ჯერ არგენტინელმა თავი სუპერთასის მატჩებში გამოიჩინა. ეს გოლი გახდა მისთვის მერვე გოლი ”რეალის” კარში გატანილი. საინტერესოა რომ აქამდე 5 ჩატარებულ შეხვედრაში მესის არცერთხელ არ ჰქონდა გატანილი მაურინიოს გუნდისთვის.

ალბიოლი სამეფო თასის ფინალს გამოტოვებს

”კლასიკოში” გაძევებული რაულ ალბიოლი ვერ შესძლებს გუნდის დახმარებას ”მესტალიაზე” გასამართ სამეფო თსის ფინალზე, რადგან დისკვალიფიკაცია თასის შეხვედრებზეც ვრცელდება. ესპანელი მცველის გაძევება მოხდა მეორე ტაიმის მეექვსე წუთზე, როდესაც ბოლო მცველად დარჩენილმა ექს-ვალენსიელმა, ასევე ექს-ვალენსიელი დავიდ ვილია მიწაზე დასცა. მსაჯმა წითელი ბარათით დასაჯა ალბიოლი, ხოლო მესის მისცა ”რეალისთვის” გოლის გატანის შანსი, რომელიც არგენტინელმა ჩინებულად გამოიყენა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ალვარო არბელოა გამოტოვებს 23 აპრილს გასამართ მატჩს ”მესტალიაზე” ამჯერად ”ვალენსიის” წინააღმდეგ ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში. ”კლასიკოში” მიღებული ყვითელი ბარათი მისთვის მეხუთე აღმოჩნდა და ამის გამო ის ერთ მატჩს გამოტოვებს, ოღონდ ამ შემთხვევაში დისკვალიფიკაცია მხოლოდ ლა ლიგის მატჩებზე მოქმედებს და სამეფო თსის ფინალში პორტუგალიელს შეეძლება მადრიდელთა დახმარება.

პუიოლი რისკავს ”მესტალიაზე” ფინალის გამოტოვებას

პუიოლის მოედანზე გამოჩენა გახდა ”კლასიკოს” ერთ-ერთი მთავარი სურპრიზი. ამ მომენტამდე ხომ ”ბლაუგრანას” კაპიტანი მოედანზე 3 თვეა არ გამოჩენილა. ამის მიუხედავად მესის გოლის შემდეგ პუიოლი იძულებული შეიქმნა გასულიყო მოედნიდან ტრავმის გამო, ახლა მისი მონაწილეობა სამეფო თასის ფინალში ეჭვის ქვეშ დგას. თუ პუიოლი ვერ ითამაშებს, სავარაუდოდ მის ადგილს ხავიერ მასკერანო დაიკავებს, რომელმაც ”შახტარის” წინააღმდეგ ითამაშა პუიოლის ადგილას.

მაგრამ არამარტო პუიოლმა შეიძლება გამოტოვოს ფინალური შეხვედრა, ასევე ტრავმა მიიღო ბრაზილიელმა ადრიანომ, რომელიც მაქსველმა შეცვალა თამაში მიმდინარეობისას. ადრიანოს მონაწილეობა დამოკიდებულია მისი გამოჯანმრთელების ტემპზე.

Теги:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
Всего комментариев: 0
avatar
Календарь
Наш опрос
    რა სიახლეები დავდოთ ხშირად?
    Всего проголосовало: 306
Мини-чат
Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
Адаптация by © AID