Главная » 2011 » მაისი » 20 » ფინალისტები ერთმანეთის პირისპირ.

ფინალისტები ერთმანეთის პირისპირ.

  • 18.05.2024
  • 0
  • 703
ბრძოლაში ჩემპიონთა ლიგის თასისთვის, ერთმანეთს "უემბლის სტადიონზე "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეხვდებიან.ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 28 მაისს სტადიონზე, რომელზეც მანჩესტერს და ბარსელონას უკვე აქვთ მოპოვებული ევროპის თასი.ორი წლის წინ ეს ორი გიგანტი გუნდი შეხვდა ერთმანეთს ამავე ტურნირის ფინალში.მაშინ ბარსელონამ სამუელ ეტოოს და ლიონელ მესის გოლებით 2-0 გაიმარჯვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" შეხვდნენ ერთმანეთს ათჯერ,აქედან სამ-სამი გაიმარჯვეს ხოლო ოთხი თამაში ფრედ დაასრულეს.პირველად ისინი ერთმანეთს გადაეყარნენ თასების თასის 1/4 ფინალში 1983/84 წლებში, მაშინ იღბალი "წითლების"_კენ იყო.ორჯერ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს ფინალში.2008/09 სეზონის "რომის" ფინალამდე,ისინი შეხვდნენ ერთმანეთს თასების თასზე 1990/91 წლებში.როტერდამში გამარჯვება სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მოიპოვეს ანგარიშით 2-1.ეს იყო ფერგიუსონისთვის პირველი თასი ევროტურნირებზე.ამ თამაშში დუბლი შეასრულა ბარსელონას ყოფილმა ფორვარდმა-მარკ ჰიუზმა.
ისინი ერთ ჯგუფში იყვნენ ჩემპიონთა ლიგაზე 1994/95 და 1998/99 წლებში და შეებრძოლენ ერთმანეთს ნახევარფინალში 2007/08 სეზონში,მაშინ წარმატებები ფერგიუსონის გუნდმა მოიპოვა.ხოლო 2008/09 რომის ფინალში გამარჯვება ბარსელონამ მოიპოვა.

მანჩესტერელებს დიდი გამოცდილება აქვთ უემბლიზე თამაშის.მათ "უემბლიზე" ცხრაჯერ მოიპოვეს ინგლისის თასი.ასევე ბარსელონასთვისაც ნაცნობია უემბლის სტადიონი.უემბლის სტადიონი უმასპინძლებს მეექვსეჯერ ევროთასების გადამწყვეტ თამაშს,მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ეს იქნება პირველი ფინალი ამ სტადიონზე.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველად ეშმაკებმაც და კატალონიელებმაც თავისი პირველი ევროპული თასი ამ სტადიონზე მოიპოვა.1968 წელს იუნაიტედი გახდა პირველი ინგლისური კლუბი რომელმაც აიღო ჩემპიონთა თასი.ფინალში 4-1 დაამარცხეს ბენფიკა ეუსებიოს ხელმძღვანელობით24 წლის შემდეგ ბარსელონამაც მოიპოვა თავისი პირველი გამარჯვება ფინალში.მათ დაამარცხეს სამპდორია დამატებით დროში რონალდ კუმანის გოლის წყალობით,რომელიც მან დამატებით დროში გაიტანა.მაშინ ბარსელონაში თამაშობდა გვადიოლა, რომელიც ახლა გუნდს სათავეში უდგას.როგორც მანჩესტერს ისვე ბარსელონას სამ-სამჯერ აქვთ ჩემპიონთა ლიგა მოგებული და ორივე გუნდს აქვს სურვილი ეს მეოთხეჯერაც შეძლოს.ბარსელონამ გაიმარჯვა 3 ფინალში ექვსიდან.მათ აქვთ შანსი გახდნენ პირველი გუნდი, რომელიც მოიგებს მესამეჯერ ჩემპიონთა თასს XXI საუკუნეში.

გვარდიოლა შვიდი წლის იყო,როდესაც 1978/79 წლებში 36_წლის მწვრთნელ ფერგიუსონს დებიუტი ჰქონდა ევროპის ტურნირზე შოტლანდიურ კლუბ "აბერდინთან" ერთად.მან ბევრი წარმატებები მოიპოვა ამ გუნდთან ერთად.უემბლიზე მას შეუძლია მესამეჯერ მოიპოვოს ევროპის ჩემპიონატის თასი და ამით გაუთანაბრდეს ბობ პეისლის.გვარდიოლას გახდა მეექვსე ადამიანი რომელმაც მოიგო ჩემპიონთა თასი როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა.

ინგლისური და ესპანური გუნდება ფინალში სულ 15_ჯერ შეხვდნენ,აქედან 7 მატჩი ინგლისელების სასარგებლოდ არის ხოლო რვა - ესპანელების.ბოლო წლებში ფინალურ მატჩებში ესპანელებს უფრო კარგი შედეგი აქვთ.2005/06 სეზონში სევილიამ 4-0 მოუგო მიდლსბროს და მოიგო ევროპის თასი.ხოლო 2კვირით ადრე ბარსელონამ არსენალი დაამარცხა ანგარიშით 2-1 და მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი.შეგახსენებთ რომ 2009 წელს ბარსელონამ აჯობა მანჩესტერს და აიღო თავისი მესამე თასი.


Теги:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
Всего комментариев: 0
avatar
Календарь
Наш опрос
    რა სიახლეები დავდოთ ხშირად?
    Всего проголосовало: 306
Мини-чат
Статистика

    სულ ონლაინში: 2
    სტუმარი: 2
    მომხმარებელი: 0
Адаптация by © AID