Главная » 2011 » ივნისი » 7 » რონალდომ კარიერა დაასრულა

რონალდომ კარიერა დაასრულა

  • 18.05.2024
  • 0
  • 736
ფეხბურთის ლეგენდამ ლუის ნაზარიო დე ლიმა, იგივე რონალდომ რამდენიმე საათის უკან განაცხადა რომ ფეხბურთის კარიერას ასრულებს. ბრაზილიის ნაკრების ლეგენდა ყოველთვის დარჩება ფეხბურთის ისტორიაში, მან 2 უდიდესი ტრამვის შემდეგ დაამტიცა, რომ ნამდვილად არის ხალხის შერქმეული მეტსახელის - ფენომენის ტარების ღისრსი. რადგან ორივეჯერ მოიკრიბა ძალები და დაუბრუნდა დიდ ფეხბურთს და ამჟღავნებდა თავის ფენომენალურ ნიჭს.
დასაფასებელი ფეხბურთელია და შემთხვევით
300.Do.aM-ზე თუ შემოიხედავს მინდა მადლობა მოვუხადო მას, რადგან ასეთ ფეხბურთს გვაჩვენებდა მთელი კარიერის მანძილზე !!

რონალდო 1976 წლის 12 სექტემბერს ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს მახლობლად, ბენტო რიბეიროში დაიბადა. სახელი რონალდო ექიმ რონალდო ვალენტეს პატივსაცემად დაარქვეს. რონალდოს სრული სახელია ლუის ნაზარიო დე ლიმა. მისი და–იონე და ძმა–ნელინიო კი მას „დადადოს" ეძახიან.
ბევრი ვარსკვლავის მსგავსად, რონალდოც ღარიბ–ღატაკ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი ნელიო ნაზარიო დე ლიმა იმხანად სატელეფონო კომპანია „ტელირში" მუშაობდა, დედა სონი დოს სანტოს ბარატა კი პიცერიაში დამლაგებელი იყო. ოთხი წლის ასაკში რონალდომ მამისგან სანუკვარი საჩუქარი – ტყავის ბურთი მიიღო და მას შემდეგ ის ბურთის გარეშე აღარავის უნახავს. ბიჭუნას მოზრდილები ახლოს არ იკარებდნენ და მას ისღა დარჩენოდა, თავის საყვარელ ტყავის ბურთთან განმარტოვებულიყო... რონალდოს სკოლა არასოდეს იზიდავდა, მას ქუჩაში ყოფნა ერჩივნა. გავიდა დრო, რონალდო ყოველდღიურად საოცარი მონდომებით ვარჯიშობდა – პასებს, დარტყმებს ამუშავებდა. თავს არ ზოგავდა. მისგან რაკეტასავით სწრაფი, ნებისმიერი ეზოს გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელი დადგა.
1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში" დაიწყო თამაში. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვეოთ, ის მეკარე იყო. თუმცა, მეკარის ხელთათმანებზე მეტად მას თავდასხმაში თამაში იზიდავდა და რადგან გოლების გატანის შნოც აღმოაჩნდა, მწვრთვნელებმა კარი სხვას ჩააბარეს. მალე რონალდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს „ვასკო და გამასთან" მატჩში მოხდა. „ვალკუერემ" მეტოქე რონალდოს გოლების წყალობით დაამარცხა. ეს ამბავი გუნდ „სოციალ რამოსის" ხელმძღვანელს არ გამოპარვია, რომელმაც ფეხბურთელის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი გადაბირება მოახერხა.
პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დააყოვნა. რონალდო ქვეყნის 17–შლამდე ასაკის ბავშვთა ნაკრებში მოხვდა და კოლუმბიაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჭაბუკ ნაკრებთა ჩემპიონატის საუკეთესლ ფეხბურთელი გახდა. საერთაშორისო არენაზე ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ ფეხბურთელი მისმა მფლობელებმა – პიტამ და მარტინსმა, რომლებსაც იგი 7 500 დოლარად ჰყავდათ ნაყიდი, „კრუზერიოს" 50 000 დოლარად მიჰყიდეს.
რონალდოს ამხანაგები დღეს იხსენებენ,თუ რა უცნაური და მარიფათიანი იყო იგი იმ პერიოდში. პარტნიორებს ჰამბურგერებს პარავდა, მწვრთვნელს კი ახალ ბუცებსა თუ ბოტასებს. ყველას თავს აცოდებდა, ჟურნალისტებს ათასგვარი ხრიკებით აგიჟებდა... თურმე, ერთხელ, რონალდო რესტორანში შევიდა და შესჩივლა, ფეხბურთელი ვარ, არაფერი მაბადია, დანა–ჩანგალიც კი არ მაქვსო. ერთი სიტყვით, ცოტა ხანში რესტორნის მომსახურე პერსონალი ცრემლებს აღვარღვარებდა. ბოლოს, როცა რონალდო წუწუნსა და თავში ხელის ცემას მორჩა, რესტორნის მენეჯერმა მთელი სერვიზი–თეფშები, ჩანგლები და ჭიქები უფეშქაშა.


Теги:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
Всего комментариев: 0
avatar
Календарь
Наш опрос
    რა სიახლეები დავდოთ ხშირად?
    Всего проголосовало: 306
Мини-чат
Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
Адаптация by © AID