Главная » 2012 » ივნისი » 2 » საქართველომ განაცხადი აზერბაიჯანის გარეშე შეიტანა

საქართველომ განაცხადი აზერბაიჯანის გარეშე შეიტანა

  • 18.05.2024
  • 0
  • 709
საქართველოს ევრო 2020-ის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად დამოუკიდებლად,აზერბაიჯანის გარეშე იბრძოლებს. ამის შესახებ სამშაბათს განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გააკეთა.

თავდაპირველად, საქართველო აზერბაიჯანთან ერთად გეგმავდა განაცხადის წარდგენას უეფაში, თუმცა, მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ აზერბაიჯანი ზაფხულის ოლიმპიადისთვის, ხოლო საქართველო ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად იბრძოლებს.

"მინდა აღვნიშნო, რომ წინადადება ჩაგვეტარებინა ერთობლივად ევროპის ჩემპიონატი მოდიოდა აზერბაიჯანული მხარიდან. დღეს განაცხადის წარდგენის ვადა იწურება, ამიტომაც ჩვენ აუცილებლად უნდა მოვასწროთ UEFA - ს შტაბ-ბინაში მისი დაფიქსირება. უკვე ამ წელს ახალი სტადიონები აშენდება ლანჩხუთში, ბათუმსა და ზუგდიდში, რომელსაც შეგვიძლია დავამატოთ თბილისში, გორში, ქუთაისსა და რუსთავში არსებული სტადიონები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში აუციელებელი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილი იქნება. იმისდა გათვალისწინებით, რომ საქართველოში ტურიზმი სულ უფრო და უფრო ვითარდება, რის გამოც ზაფხულში უკვე 5 მილიონ ტურისტს ველით, არსებული სასტუმრო ქსელები და აეროპორტებიც ასევე მთლიანად მზად იქნება 2020 წლისათვის,"-განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა.

Теги:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
Всего комментариев: 0
avatar
Календарь
Наш опрос
    რა სიახლეები დავდოთ ხშირად?
    Всего проголосовало: 306
Мини-чат
Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
Адаптация by © AID