Главная » 2011 » აპრილი » 22 » სტატუსები

სტატუსები

  • 18.05.2024
  • 0
  • 822

მე შენ მიყვარხარ როგორც ჩაქუჩი
თევზი იხრჩობა - სძვრება ლაყუჩი

მე შენ მიყვარხარ როგორც ნაცარი
შენი თმებია ჯაგრის ბაწარი

მე შენ მაგონებ ჭუჭყიან ნაგავს
ჩვენი ცხოვრება არაფერს არ გაქვს

მე შენ მიყვარხარ როგორც ციცარი
გულში ვიღაცამ მტყორცნა ისარი

შენ მე მაგიჟებ ჩემო ფისუნა
იქნებ ვიღაცამ ფეხზე მისუნა?!

მოდი ავიხსნათ ერთად აღვირი
იქნებ ვიყიდო ჩემთვის საყვირი!

მოდი ჩამაგდე, ცეცხლში ვიწვოდე
იმას რა უნდა ნეტა ვიცოდე...

მე შენ მიყვარხარ როგორც მაუსი
ენა მაგ კონვერტს კიდევ გაუსვი.


მე შენ მიყვარხარ, როგორც "პეტრუშკა",
ეჰ, მერამდენე დავცალე "კრუშკა"...

მე შენ მიყვარხარ, როგორც პიტბული,
მამაშენს კართან რომ ჰყავს მიბმული.

მე შენ მიყვარხარ, როგორც ტყემალი.
გაიგე? წუხელ მოკვდა ჯემალი.

მე შენ მიყვარხარ, როგორც ობამა,
მომკლა შენთან და რუსთან მტრობამა.

მე შენ მიყვარხარ, როგორც არტალა,
მეზობლის ქალო ენაჭარტალა.

მე შენ მიყვარხარ, როგორც მუხუდო.
ამ ქარში როგორ გახველ უქუდოდ?

მე შენ მიყვარხარ, როგორც ტრისტანი,
გასკდეს შურისგან ტაჯიკისტანი!


მე შენ მიყვარხარ, როგორც პინგვინი,
მოდი, დაგადგა დაფნის გვირგვინი!

მე შენ მიყვარხარ, როგრც მარტორქა.
ვახომ ტრაქტორი რით ვერ დაქოქა?

მე შენ მიყვარხარ, როგორც "ხვანჭკარა".
კაბებს ნუ იცვლი ასე ჩქარ-ჩქარა!

მე შენ მიყვარხარ, როგორც ჭვიშტარი,
ამ ღამით ღია იყო ჭიშკარი.

მე შენ მიყვარხარ, როგორც "ტრუბოჩკა"
რა ხარ ამხელა, გოგო თუ "ბოჩკა?"

მე შენ მიყვარხარ, როგორც "ჩაკრულო",
გურულო ქალო, თავზე წაკრულო!

მე შენ მიყვრხარ როგორც ბოლოკი,
ვერ შევიკარი მარჯვნივ შნორიკი.

მე შენ მიყვრხარ როგორც ფანჯარა,
გუშინ გამიტყდა ცდისას სინჯარა.

მე შენ მიყვარხარ როგორც მაყვალი,
მწვადის შეწვისას მინდა მაყალი.

მე შენ მიყვარხარ როგორც იორი,
მიდი დანაყე ქალო ნიორი!

მე შენ მიყვარხარ როგორც ჩინელი,
რომ არ შეგცივდეს - აჰა შინელი.

მე შენ მიყვარხარ ჩემო მახინჯო,
ცხოვრება ერთად დავიმახინჯოთ!




Теги:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
Всего комментариев: 0
avatar
Календарь
Наш опрос
    რა სიახლეები დავდოთ ხშირად?
    Всего проголосовало: 306
Мини-чат
Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
Адаптация by © AID