Главная » 2011 » აპრილი » 18 » გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა!

გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა!

დილით, როგორც კი ავდექი,
პამელამ ყავა მომართვა.
მიირთვი, საყვარელოო-
ალერსიანად მომმართა.

შაქარი აკლდა, ავიკლე
საწყალი დედის გინებით,
ბიტლზის კონცერტზე წავედი,
ბრედ პიტის ლიმუზინებით.





ობამას დავუმესიჯე:
რა დედისგან ხარ შობილი?
ბუს სამი კვერცხი გავყიდე,
ვიყიდე ავტომობილი.

ზარს მიშვებს რონალდინიო,
ფულს მომთხოვს, ასე მგონია,
ჩვენი ნაკრები ფეხბურთში
მსოფლიო ჩემპიონია.

კონცერტის შემდეგ მადონას
მივეცი ავტოგრაფები,
ბრიტნი სპირსს გავაწმენდინე
მთელ სახლში ფანჯრის რაფები.

ევრონიუსი დავხურე,
არ მომწონს გადაცემები,
კარიბის ზღვაში ჩავძირე,
მეკობრეების გემები.



ზუსტად ათ წამში გავტეხე,
მაიკროსოფტის საიტი,
თემქაზე დავიბარე და
ვამღერე ბარი ვაიტი.

იმდენი ვურტყი ბინ ლადენს,
ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან,
სარკოზის გადმოვაფურთხე
პირდაპირ ეიფელიდან.

ჯეკი ჩანს ვთხოვე, ბუტკიდან
ამომიყოლა ნაღები,
ორივე ფეხზე მეკიდა
სემირამიდას ბაღები.

საწყალ ვენერა მილოსელს,
ისევ ვაჩუქე ხელები,
შაკირამ გამიპრიალა
დილისთვის ფეხსაცმელები.

რაცა ვთქვი, არის სიმართლე
მეტის თქმა არა მინდა რა
თქვენს დარწმუნებას არც ვცდილობ,
გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა

Теги:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
Всего комментариев: 0
avatar
Календарь
Наш опрос
    რა სიახლეები დავდოთ ხშირად?
    Всего проголосовало: 306
Мини-чат
Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
Адаптация by © AID