Главная » 2011 » აპრილი » 18 » ლექსები სიყვარულზე

ლექსები სიყვარულზე

სიყვარული იცი რაა?
პაწაწინა ფერია
ვისაც არ გამოუცდენია
მისთვის არაფერია .....


ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...

მონატრება ტკივილამდე გაგიგია?
ხოდა სწორედ ასე მენატრები...
გაგიგია მონატრებით გადარევა?
გავგიჟდები ისე ძლიერ მენატრებიიი.
შენ ცრემლები მონატრების გაგიგია?
ცრემლად ვდნები ისე ძლიერ მენატრები

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილიშემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება,ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ,ნაზად,მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ ასებობს
უსიყვარუlod!!!

Теги:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
Всего комментариев: 0
avatar
Календарь
Наш опрос
    რა სიახლეები დავდოთ ხშირად?
    Всего проголосовало: 306
Мини-чат
Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
Адаптация by © AID