Главная » 2011 » აპრილი » 18 » ჟოზე მოურინიოს კომენტარი

ჟოზე მოურინიოს კომენტარი

  • 18.05.2024
  • 0
  • 877
"ჩემმა ყველა შეგირდმა კარგად იმუშავა. ჩვენ შევცვალეთ ხაზთა განლაგება, რათა უფრო სწორხაზოვანი მატჩი ჩაგვეტარებინა. ადებაიორმა უზრუნველყო ის სისწრაფე და სიღრმე, რომლებიც კოტრშეტევისთვის იყო საჭირო. შეხვედრა ფრედ დასრულდა, მაგრამ მოგებაც შეგვეძლო, თავდაუზოგავი შრომისა და ხალხის ფანტასტიური მხარდაჭერის წყალობით. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფრეც უნდა მივიღოთ".

"მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, როდესაც მოედანზე თერთმეტი ფეხბურთელი გვყავდა. პირველმა ნახევარმა აჩვენა მხარეები, რომლებიც ერთმანეთს პატივს სცემენ და იციან მეტოქის ძალა. 45 წუთის შემდეგ გოლის გატანის რეალური შანსი თითქმის არ ყოფილა. მაგრამ, როგორც წესი, პრაქტიკულად შეუძლებელია, გაიმარჯვო, როდესაც ათი კაცით გიწევს თამაში. განსაკუთრებით, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან გადაცემების მხრივ. "ბარსელონამ" რამდენიმე მძიმე ეპიზოდი გადაიტანა, როდესაც მინდორზე ყველა მოთამაშე გვყავდა, მაგრამ ალბიოლის გაძევების შემდეგ მათ თავი უფრო კომფორტულად იგრძნეს".

"ეს მატჩი მოახდენს გავლენას ოთხშაბათის ფინალზე, რადგან ჩვენ 45 წუთის განმავლობაში კაცნაკლული ვთამაშობდით და ფეხბურთელები დაიღალნენ. "ბარსელონა", რიცხვობრივი უპირატესობის მქონე, ფლობდა ბურთს და გვაიძულებდა, მეტი გვეშრომა. ჩვენ დავინახეთ, რომ შეგვიძლია კატალონიელებს ტოლი არ დავუდოთ, როდესაც სრული შემადგენლობა გვყავს, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ათი ფეხბურთელით თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ. ალბიოლი ფინალში ვერ დაგვეხმარება".

"ოთხშაბათის მატჩი უნიკალურია: გამარჯვება ან დამარცხება ნიშნავს, რომ თასს სახლში წამოიღებ ან ვერა. ის უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე "ბარსელონასთან" დაპირისპირებები "ლა ლიგასა" და "ჩემპიონთა ლიგაზე". ჩვენ გამარჯვებას შევეცდებით. მეტოქის სიღრმისეული შესწავლა არ გვჭირდება, რადგან მას უკვე კარგად ვიცნობთ. იმედი გვაქვს, რომ დავამარცხებთ ძალიან კარგ მოწინააღმდეგეს".

"ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესია გულშემატკივართა მხარდაჭერა და ჩვენ ვიგრძენით ეს "სანტიაგო ბერნაბეუზე". პუბლიკამ იხილა ათი ფეხბურთელით მოთამაშე მამაცი გუნდი, რომელიც ძალას არ იშურებდა ანგარიშის გასათანაბრებლად და შანსი ჰქონდა, მოეგო კიდეც მატჩი, სიტუაციაში, რომელშიც "ბარსელონას" კიდევ სამი ან ოთხი გოლის გატანა შეეძლო. არ არის აუცილებელი, გუნდმა მოიგოს, რომ ის დააფასონ. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მოთამაშეები არაფერს იშურებენ, როგორც ეს მადრიდის "რეალმა" გააკეთა".

"კიდევ ერთხელ დიდი ხნით კაცნაკლული თამაში მოგვიხდა. და კიდევ ერთხელ მსაჯის კრიტერიუმებში უზარმაზარი განსხვავება იყო. არ მესმის, რატომ არ მიიღო მეორე გაფრთხილება დანიელ ალვეშმა, როდესაც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ის რომ გაეძევებინათ, უკანასკნელი ათი წუთი სრულიად განსხვავებულად წარიმართებოდა. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ ათი ფეხბურთელით, რადგან მოვემზადეთ ამისათვის. ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ახლა იმედი გვაქვს, რომ ოთხშაბათს გუნდები თანაბარ პირობებში წარდგებიან ერთმანეთის წინაშე".

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხა თავისი პირველი გოლის გატანა "ბარსელონას" წინააღმდეგ. მას აღმოაჩნდა საკმარისი გამბედაობა და სიმამაცე, რათა საკუთარ თავზე აეღო გადამწყვეტი პენალტის შესრულება უკანასკნელ წუთებში. მას შემდეგ, რაც მოედაზე ერთი ფეხბურთელით ნაკლები დავრჩით, სხვანაირად თამაში მოგვიხდა და ეს შევძელით. მიუხედავად ყველაფრისა, პოზიტიური შეგრძნება გვრჩება, ვეცადეთ, სწორად მოვქცეულიყავით და პატივი გვეცა ჩვენი ხალხისათვის".

გარდა ამისა, მოურინიო აღაშფოთა "ელ კლასიკოს" დაწყებამდე გამართული პრესკონფერენციისას მომხმდარმა ინციდენტმა. შეგახსენებთ, რომ მედიის 30 - მდე წარმომადგენელმა დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი და უარი განაცხადა აიტორ კარანკასთან საუბარზე. მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა დუმილი მატჩის შემდგომ დაარღვია, ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

"თქვენ "ასის" დირექტორი ბრძანდებით? თუ არა, ვერ გიპასუხებთ. რადგან, თქვენი ფილოსოფიის თანახმად, თუ თქვენ არ შეგიძლიათ ჩემს თანაშემწესთან საუბარი, მეც მხოლოდ დირექტორებთან ვისაუბრებ".

მომდევნო შეკითხვამაც იმავე ვითარებაში ჩაიარა.

"ვერ გიპასუხებთ. "პუნტო პელოტამ" არ გამოიჩინა პატივისცემა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იმსახურებდა დაფასებას. ადამიანის, რომელსაც ამ კლუბთან ერთად სამი "ჩემპიონთა თასი" აქვს მოპოვებული, რომელსაც გააჩნია ყველა ღირსება საიმისოდ, რომ ჩემი წარმომადგენელი იყოს პრესკონფერენციაზე".

Теги:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
Всего комментариев: 0
avatar
Календарь
Наш опрос
    რა სიახლეები დავდოთ ხშირად?
    Всего проголосовало: 306
Мини-чат
Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
Адаптация by © AID