leqsi

რა დიდებული სიტყვა არსებობს 
ეს დალოცვილი "ხვალე".
-დღეს გვიანაა,ხვალე,ბავშვებო,
ხვალეც მალეა,მალე!

ხვალიდან ვდგები დილაადრიან,
მარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ ნაღდია,
წვეთს აღარ დავლევ ხვალიდან.

ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს,
წერილს ხვალ დავწერ აღარ გადავდებ,
ხვალ გავაგზავნი ბარემ.

იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!
ხვალე ვისესხებ...
ხვალე ვიყიდი...
კარგი...დაწყნარდი კარგი!

ახლა თუ არა ხვალ გამიგებენ,
ეს დღჶც დადგება მალე.
სახელოვანი ხვალ შევიქმნები,
ხვალე,
ხვალე და 
ხვალე!

შენც ჩემო თავო რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს,
ეს ხვალე მუდამ,მუდამ იქნება,
მიდი,
თვალე და
თვალე!

Теги:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
Всего комментариев: 0
avatar
Календарь
Наш опрос
    რა სიახლეები დავდოთ ხშირად?
    Всего проголосовало: 306
Мини-чат
Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
Адаптация by © AID